вторник, 12 июля 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

გავწერეთ სასწავლო პროცედურები  და ვისაუბრეთ სასწავლო რესურსებზე, თუ რა ტექნიკური რესურსი მჭირდება პროექტის განსახორციელებლად. გავეცანით ბლოგის შექმნას.

пятница, 8 июля 2016 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს განვიხილეთ მოდული 5, მოსწავლეთა შეფასება, სადაც ყურადღება გავამახვილეთ განმავითარებელ შეფასებაზე და წინარე ცოდნის დადგენის მიზნით მოსწავლეთა საჭიროებებზე. ასევე ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე სადაც გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები, რომელიც აქტუალური და აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად.

ტრენინგის მე-6 დღე

გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, ასევე შევქმენი ჩემი პროექტისთვის მსგავსი ნაშრომი და ჩამოვაყალიბეთ შეფასების კრიტერიუმები.

воскресенье, 3 июля 2016 г.

ტრენინგის მე-5 დღე

დღეს გავეცანით უკუკავშირის საჩვენებელ ფორმას, ვისაუბრეთ მის დანიშნულებაზე და გავითვალისწინეთ პრეზენტაციის შექმნისას,შევქმენით პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე და ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.




ხელოვნური და ბუნებრივი ძეგლები

суббота, 2 июля 2016 г.

ტრენინგის მე-4 დღე

განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისთვის ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები ,განვიხილეთ სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები,დასასრულს შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.

пятница, 1 июля 2016 г.

ტრენინგის მე-3 დღე

ამ მოდუ₾ში დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.გამოვავლინეთ სტანდარტის განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს.პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის,გადავხედეთ სტანდარტებს და განვსაზღვრეთ,საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში.

воскресенье, 26 июня 2016 г.

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგის მეორე დღეს ვისაუბრეთ თუ როგორ დამეხმარება საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა პროექტის განხორციელებაში.
ეს თემა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ამ პროექტის დაგეგმვის დროს.